თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წინააღმდეგ კოლექტიური დავის დაწყებას და გაფიცვას აანონსებენ მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილი, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ერთობა 2013 და დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანება. მათ დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მონაწილეების თქმით, ქვეყანაში შექმნილი ინფლაციის ფონზე, სასურსათო და სხვა სახის სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასი გაზრდილია, მათი ხელფასები კი უცვლელი. ისინი სატრანსპორტო კომპანიისგან ხელფასების 20%-იან ზრდას ითხოვენ. თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლების ანაზღაურება მომავალი წლიდან მოიმატებს.