მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია

მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების მიზეზით მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დღეიდან შეიზღუდა. სამუშაოებს ადგილზე კახა კალაძე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია თაღების გამაგრება, ფასადების დამუშავება, სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ახალი საფარის დაგება და ტროტუარების განახლება. სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დასრულდება.