ქუთაისში, მეტალურგიული ქარხნის მუშების აქცია იმართება. პროტესტის მონაწილეები რთულ სამუშაო პირობებზე საუბრობენ და ადმინისტრაციას ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას სთხოვენ. მუშების თქმით, საწარმოში არ არის ჩართული გამწოვი სისტემა და მათ არ ურიგებენ სპეცტანსაცმელს.
საწარმოს ადმინისტრაცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. საწარმოს მფლობელები ინდოელი ინვესტორები არიან.