"მესტია-ჭალა-ჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და შს მინისტრის მოადგილეს შორის მოლაპარაკება გრძელდება
ამ დრომდე გრძელდება მოლაპარაკება “მესტია-ჭალა-ჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და შს მინისტრის მოადგილეს შორის. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება მიღწეული არ არის. ისინი პროტესტს განაგრძობენ.
აქციის სამმა მონაწილე ქალმა შიმშილობა დაიწყო. მესტიაში სვანეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისის წინ აქცია დილიდან მიმდინარეობდა. ერთ-ერთი მონაწილე ფეხმძიმე ქალი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში პროტესტის ნიშნად გზაზე იწვა, შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.