მესხეთის თეატრის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ორი დარბაზი. მცირე დარბაზი – 100, ხოლო დიდი – 500 მაყურებელზე გათვლილი. სრულად განახლდება როგორც თეატრის შიდა სივრცე, ისე შენობის ფასადი, მოპირკეთდება ეზოც.
რეაბილიტაციისთვის 14 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. სამუშაოები დასრულება 2025 წლის დასაწყისში. მიმდინარე პროცესი კულტურის მინისტრმა დაათვალიერა.