ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი 6 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
სიკვდილიანობა მილიონ მოსახლეზე ზღვრულ მაჩვენებელს ორჯერ აჭარბებს. დღეს ქვეყანამ კიდევ 75 ადამიანი დაკარგა. უკვე 12%-ს უახლოვდება ინფიცირების დღიური მაჩვენებელი. უახლოესი თვეების პროგნოზები მძიმეა. ხვალიდან ძალაში შედის „ბუსტერ“-დოზის პროტოკოლი. მესამე გამაძლიერებელი დოზის მიღება შეუძლია ყველა იმ პირს, რომელთა ვაქცინაციიდან ექვსი თვეა გასული. გამონაკლისი მხოლოდ 60 წელს გადაცილებული ის პირები არიან, რომლებიც ჩინური ვაქცინით აიცრნენ. სიახლეა ბავშვებთან დაკავშირებითაც. „ფაიზერით“ ორი დოზით აცრა 12-დან 15 წლამდე ასაკის ნებისმიერ მოზარდს შეუძლია.