საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა დღეს გულშემატკივარს რესპუბლიკის მოედანზე, დიდი ეკრანის მეშვეობითაც შეეძლება. ამავდროულად, ადგილზე ბავშვებისთვის მოეწყობა სხვადასხვა სივრცე, განთავსდება კვების ობიექტები. საქართველო-ლუქსემბურგის მატჩთან დაკავშირებით, 22 მარტის 19 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეზღუდული იქნება. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.