მერსედეს ბენცის მოდის კვირეული სტარტს იღებს. 3-დან 7 მაისის ჩათვლით თბილისის ცირკი საერთაშორისო მოდის კვირეულს მასპინძლობს.
ხუთი დღის განმავლობაში გაიმართება ჩვენებები, შოუები, წარმოდგენები, გამოფენები და მასტერკლასები.
კვირეულის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი, მსოფლიოს 500 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელებული დიზაინერი, ფოტოგრაფი და მოდის მენტორის გოშა რუბჩინსკი საჯარო ლექციას ჩაატარებს. ის ქართველ დიზაინერებს გამოცდილებას გაუზიარებს.
2018-2019 წლების შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს თბილისში 44 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს.