თბილისის მოდის კვირეული

თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი.  ჩვენების ფარგლებში, მოდელებმა მსახიობ მედეა ჯაფარიძის სტილი მოირგეს. ტრადიციულად, პირველი დღე ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს ეთმობა. გამონაკლისი არც წლევანდელი გახსნა იყო. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში, სამოსი კლასიკად ქცეული ქართული ფილმიდან „ქეთო და კოტე“, წარმოადგინეს. შოუს რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იყო.

ჩვენებები 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება. დიზაინერები 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციებს წარმოადგენენ.