მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევასთან დაკავშირებით, უწყება განცხადებას ავრცელებს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ მერაბ ტურავას არჩევასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განცხადება გაავრცელა. პლენუმის გადაწყვეტილებით, კენჭისყრის შედეგად, ტურავა, თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ აირჩიეს. მას 2016 წლის ნოემბრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანამდებობა ეკავა.
ასევე, გავრცელებული განცხადების მიხედვით, სასამართლოს მდივნად მანანა კობახიძე აირჩიეს. კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ პარლამენტმა 2017 წლის 8 თებერვალს გაამწესა.