პრეზიდენტის იმპიჩმენტი - მოსამართლის განცხადება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პრეზიდენტს ბათუმში ელოდება. მერაბ ტურავას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის დასწრება პროცესზე სავალდებულოა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, სხდომას ასევე დაესწრება მთავრობის წარმომადგენელი და კოლეგიის წევრები მის პოზიციასაც მოისმენენ.

მისივე ინფორმაციით, იმპიჩმენტის საქმის მოსმენას დაახლოებით ორი დღე დასჭირდება და მოსამართლეებს დასკვნის მოსამზადებლად 15 ოქტომბრამდე აქვთ ვადა. თუ მოსამართლეები დაადგენენ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტი – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში