პრეზიდენტის იმპიჩმენტი - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ხვალ განიხილავს. პროცესს ოპოზიცია აკრიტიკებს. დიდი ნაწილი მის მხარდაჭერას არ გეგმავს, ნაწილი კი, თუ პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს, კენჭისყრაზე დასწრებასაც არ გეგმავს.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით კი, პრეზიდენტმა საგარეო ვიზიტები მთავრობის თანხმობის გარეშე განახორციელა, რაც კონსტიტუციის დარღვევაა.