გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე 

19:48, 18.11.2026

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების, ანასტასია ბერუაშვილისა და ნია იმნაძის პროცესზე ხუთი გამომძიებელი დაიკითხა. სამართალდამცველებმა მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრეს. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს რადგან საქმე ეხება არასრულწლოვნებს. იმნაძე და ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავეს. ნია იმნაძეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ანასტასია ბერუაშვილს კი ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება, რაც შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღესვე საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებული დემეტრე კასრაძისა და ირაკლი სულაბერიძის პროცესი გაიმართა. კასრაძეს ხუთი წელი მიესაჯა. ირაკლი სულაბერიძის სასჯელის დანიშვნის სხდომა კი 24 ნოემბერს ჩაინიშნა.

მსგავსი