საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

მოსამართლე მერაბ ტურავა ხუთი მოსამართლის წარდგენით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დარეგისტრირდა.

უკვე ცნობილია, რომ ცხრიდან ხუთი მოსამართლე მხარს მას უჭერს. მეორე კანდიდატად,  ოფიციალურად წარდგენილია ირინა იმერლიშვილი. იგი ოთხი მოსამართლის წარდგინებით დარეგისტრირდა. პლენუმი, რომელზეც კენჭისყრა გაიმართება, მომავალ კვირაში, სავარაუდოდ ხუთშაბათს ჩაინიშნება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ხმათა უმრავლესობით აირჩევენ. ირინა იმერლიშვილი მოსამართლედ პრეზიდენტის კვოტით განწესდა, მერაბ ტურავა კი – პარლამენტის კვოტით.