მერაბ ღოღობერიძე პარლამენტარ მუხრან ვახტანგაძეს მუქარაში ადანაშაულებს

„კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე პარლამენტის წევრ მუხრან ვახტანგაძეს მუქარაში ადანაშაულებს. ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, რომელშიც, მისი განცხადებით, ვახტანგაძის გინება ისმის. ფაქტთან დაკავშირებით, ღოღობერიძე პოლიციამ უკვე გამოკითხა.