„თბილისი პრაიდის“ ღონისძიება და დაანონსებული აქცია 

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა მისამართით ისევ მუქარის შემცველი გზავნილები ისმის.

„ეროვნული ძალების გაერთიანება“ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის და 5 ივლისს დაგეგმილი მსვლელობის გაუქმებას ითხოვს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი „პრაიდის“ ჩაშლას აანონსებენ. ადრესატები გეგმის გადახედვას არ აპირებენ და სახელმწიფოს ლგბტქიუ თემის უფლებების დაცვის ვალდებულებას ახსენებენ. თავის მხრივ „პრაიდის“ მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვის პირობას დებს მმართველი გუნდი.