დაკავება არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით

ოჯახში ძალადობის, მუქარისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, ლაგოდეხში 1990 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და მას დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დაკავებული არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 წლის მცირეწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა. დანაშაული 15-დან  20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მოამბე

 

დატოვე კომენტარი