მექსიკაში არალეგალურად მოწყობილ სარეაბილიტაციო ცენტრზე თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა.
დაშავებულია კიდევ შვიდი პირი. სამი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელები ტერიტორიაზე სამი სატვირთო ავტომობილით მივიდნენ. პოლიციამ ამ დრომდე არ იცის, არიან თუ არა გატაცებულები.