მეორე ქვეითი ბრიგადა მინი ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებულია

თავდაცვის სამინისტროში მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა.

ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს მეორე ქვეითი ბრიგადის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა.

სამხედროებს შორის გამართული სპორტული აქტივობები ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.