მემორანდუმის გაფორმება

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ხმების დაცვისა და დარღვევების შემთხვევაში, ინფორმაციის გაცვლის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატ ანა დოლიძეს, ასევე გიორგი ქაჯაიას, პარტიების „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“, „გირჩის“, „პატრიოტთა ალიანსის“, „თავისუფალი საქართველოს“, „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტიისა“ და „რეფორმერის“ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის გაფორმდა. ანა დოლიძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა საარჩევნო უბნებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და დარღვევების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას ისახავს მიზნად.