ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსების მიზნით საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის შეთანხმება გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ბანკი საქართველოს 28 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს, რომელიც მიმართული იქნება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციაზე., პროექტის განხორციელება 2018-2021 წლებშია დაგეგმილი. ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის დღეს გამოყოფილი თანხის ჩათვლით, დახმარება საერთო ჯამში 100 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.