კეთდება პირდაპირი განცხადებები, რომ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის შემთხვევაში, ოპოზიცია მელიას სამართალდამცავებისგან ფიზიკურად დაიცავს. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხაზგასასმელად მოსამართლემ პროკურატურის არგუმენტები არ გაიზიაროს და ელექტრონული სამაჯურის თვითნებური მოხსნის გამო გაზრდილი გირაოს არ გადახდა პატიმრობის საფუძვლად არ ჩათვალოს. დაკავებას გამორიცხავს თავად ნიკა მელიაც, რომელიც თავს პოლიტიკური დევნის ობიექტად აცხადებს.