აქცია კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ

კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ მელბურნში აქცია გაიმართა. სამდღიანი საპროტესტო გამოსვლები დილიდან შეწყდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გამოვლინდა 1 850 ახალი შემთხვევა. მელბურნის ქუჩებში სამართალდამცველები პატრულირებენ. გასული დღეების განმავლობაში, პოლიციამ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ძალადობით შემთხვევების ზრდის გამო, ორშაბათამდე დაიხურა ვაქცინაციის ცენტრებიც. პოლიციის ცნობით, აქციებში ულტრამემარჯვენე და ექსტრემისტული ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას.