მეგი ბაქრაძის საქმე

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები საქმის ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, 10 კვირაა გასული გამოძიების დაწყებიდან და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და რეგულირების სააგენტოს დასკვნები არ არის დასრულებული. ადვოკატის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, რამდენიმე მოწმე ცრუ ჩვენებას იძლევა.