მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმე

ახალციხეში გარდაცვლილი მედდის ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცათ, რომელიც რვა ტომისგან შედგება. უფლებადამცველებმა გლდანი-ნაძალადევის მერვე სამმართველო სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს.

დღესვე ადვოკატები საგამოძიებო უწყებაში მეგი ბაქრაძის ბიძასთან ერთად გარდაცვლილი მედდის მობილური ტელეფონის დათვალიერების პროცესსაც დაესწრნენ. მათი მტკიცებით, აღმოჩენილია მიმოწერები, რომლის მიხედვითაც, მედიკოსი ახალციხის კლინიკიდან თბილისში დაგვიანებით და უკვე გარდაცვლილი გადმოიყვანეს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიმოწერაში მონაწილე ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია.