ექიმები ფრონტის წინა ხაზზე.
შემდეგი რეპორტაჟის გმირები ბოლნისის რაიონის მედიკოსები არიან. ადამიანები, რომლებმაც შესაძლო შემთხვევა დროულად გამოავლინეს და ყველა საჭირო ზომა მიიღეს იმისათვის, რომ დაავადების გავრცელების არეალი არ გაზრდილიყო. სრულყოფილი მომზადების და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევით შესრულების გამო ორივე მათგანმა პაატა იმნაძისგან პერსონალური მადლობაც მიიღო.
გაიცანით ექიმები, რომლებიც დღეს მაღალი რისკის ზონაში მუშაობენ.