ჯანდაცვის მინისტრმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა სამინისტროში შედგა. პროექტის მიხედვით, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი და პაციენტებს მათი აფთიაქებში აღება აღარ მოუწევთ. შეხვედრაზე, ონკოლოგიის მკურნალობასთან დაკავშირებულ სხვა მიმართულებებზეც იმსჯელეს.