მედიის წარმომადგენლებმა ბათუმში ამერიკული სამხედრო ხომალდი დაათვალიერეს
ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა, რომელიც ბათუმის ნავსადგურში იმყოფება, დღეს მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ტურის ფარგლებში „ოუკ ჰილიზე“ ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ტექნიკა და სამხედრო აღჭურვილობა, ასევე საფრენი ბილიკი, რომელსაც ხომალდი სამშვიდობო მისიის შესასრულებლად იყენებს.
ხომალდზე 18 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და სხვადასხვა სახეობის სამხედრო ტექნიკაა განთავსებული.
მედიის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ ხომალდის საკომუნიკაციო საშუალებებს, რომელსაც ეკიპაჟი საზღვაო უსაფრთხოების მიზნით იყენებს.
საღამოს გემზე ოფიციალური მიღებაა დაგეგმილი. ხომალდის საპორტო ვიზიტის მიზანი, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და რეგიონში საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ხომალდი ბათუმს ბათუმს 20 მარტს დატოვებს.