ნატო-ს გემები ბათუმის ნავსადგურში

12:19, 25.10.2019

ბათუმის ნავსადგურში ნატო-ს ორი სამხედრო ხომალდი შევიდა. ისინი ნატო-ს  მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის შემადგენლობაშია. ნატო-ს ხომალდების საპორტო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი სწავლებები საქართველოს სანაპირო დაცვის მონაწილეობით. მეზღვაურები ისტორიულ ადგილებსაც მოინახულებენ. ამ წუთებში კი ბათუმის ნავსადგურში ეკიპაჟის წევრების დახვედრის ღონისძიება მიმდინარეობს.

 

მსგავსი