ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი შევიდა

ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ შევიდა.

გემის ეკიპაჟს საზეიმო დახვედრა მოუწყეს.

ხომალდის მეთაურობას ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ. ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სანაპირო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 იანვრამდე დარჩება და სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ წვრთნებში.