ჟურნალისტები პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ
პირველი არხის შენობასთან აქცია-ბრიფინგი გაიმართა. მედიის წარმომადგენლები პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. ისინი პარლამენტს მოუწოდებენ, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ადეკვატური კანონმდებლობა შეიმუშაოს.