‘სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს კომუნკაციების ეროვნულმა კომისიამ წარადგინა, მედიაწიგნიერების განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია”, – ამის შესახებ ბრიტანელმა ექსპერტმა მარტინა ჩეპმენმა განაცხადა.
სწორედ დამოუკიდებელ ბრიტანელ ექსპერტთან, მარტინა ჩეპმენთან ერთად შეიმუშავა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედიაწიგნიერების პროექტის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, სამოქმედო გეგმა და სტრატეგია.
„სტრატეგია და ის სამოქმედო გეგმა, რომელიც კომისიამ წარმოადგინა, არის წინ გადადგმული ნაბიჯი მედიაწიგნიერების განვითარებისთვის. სტრატეგია ოთხ ძირითად კომპონენტს მოიცავს და ძირითადად ეს არის – მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში, სხვადასხვა ტიპის ტრენინგებით, პროექტებითა და აქტივობებით. კომისია ძირითად მიზნად ისახავს, სხვადასხვა მხარის ჩართულობით სწორედ ის გეგმები განახორციელოს, რაც სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაშიაგაწერილი“, – განაცხადა მარტინა ჩეპმენმა.
ბრიტანელმა ექსპერტმა მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით დეტალურად ისაუბრა ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს მარტინა ჩეპმენთან ერთად, მედია მენეჯერებს, არასამთავრობო სექტორისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს პროექტ „მედია წიგნიერების“ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია გააცნო.