მედიატურნირი სამთო-სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე. ერთ-ერთი გამარჯვებული პირველი არხის პროდიუსერი ლაშა მიქაძე გახდა. სრიალისა და ექსტრიმის მოყვარულებს სვანეთმა კიდევ ერთხელ უმასპინძლა.
დახრილი ფერდობები, ტყე, ტრამპლინები და ბუნებრივი დაბრკოლებები. ადგილი, სადაც სრიალი ოთხივე სეზონზეა შესაძლებელი, სათხილამურო ტრასების გარდა, ვიზიტორებს ეთნოგრაფიულ და შემეცნებით ექსკურსიებს, სალაშქრო, საცხენოსნო და ექსტრემალურ ტურებსაც სთავაზობენ.