მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის და სადაც ყოფილი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ფიგურირებს, ისევ პოლიტიკური კომენტარების თემაა. თავად გიული ალასანია ამ მასალას ფაბრიკაციას უწოდებს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება და აუცილებელია, დადგინდეს ვინ ამზადებს და ავრცელებს უკანონო ჩანაწერებს.
უმრავლესობის წევრების განცხადებით კი, მასალიდან ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებით მოქმედებს.