რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია და არის თუ არა ის თავისუფალი,- ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც პოლიტიკური პარტიები, მედიაექსპერტები და სფეროს წარმომადგენლები ერთ მაგიდასთან მსჯელობდნენ.
თბილისი სამხრეთ კავკასიის მედიაკონფერენციას მასპინძლობს. მმართველმა გუნდმა დღეს ვრცლად ისაუბრა მედიაპლურალიზმის ხელშესაწყობად გატარებულ ცვლილებებზე, შედარებისთვის კი წინა ხელისუფლების დროს მედიაზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები გაიხსენა.
სიტუაცია დარბაზში მაშინ დაიძაბა, როცა ხელისუფლება რამდენიმე მედიასაშუალების დევნაში დაადანაშაულეს.