ISFED-ის განცხადება

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდის პოლიტიკურ გარემოს აფასებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კვლავ გამოწვევად რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემა, ადმინისტრაციის დაკომპლექტება, არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხი და საარჩევნო დავების რეგულირება. ასევე საუბარია, პარტიების დაფინანსების საკითხზე და აღნიშნულია, რომ პარტიას დაფინანსება ეკუთვნის არჩევნებში მიღებული შედეგის შესაბამისად. ანგარიშში აქცენტი კეთდება ნაადრევად დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაზე. ხაზგასმულია, რომ მედიაგარემო მრავალფეროვანია, მაგრამ ვლინდება მედიასაშუალებების დაყოფის ტენდენცია.

მოამბე

დატოვე კომენტარი