განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული „მეცნიერების კვირეულის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც მინისტრის მოადგილემ კვირეულის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგები შეაჯამა. კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე ჯილდოები გადაეცათ იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს და ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამით განხორციელებული კონკურსებისა და სხვა აქტივობების ორგანიზებაში.