მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს. ამ წუთში სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გახსნას. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 1 %-ანი ბარიერი რვა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, ისინი შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და ბოიკოტს აცხადებენ, ამიტომ სხდომათა დარბაზში დღეს „ქართული ოცნება“ მარტო იქნება.