მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს. ზუსტად 12 საათზე, სესიას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის. სხდომათა დარბაზში დღეს „ქართული ოცნება“ მარტო იქნება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 1 %-იანი ბარიერი რვა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, ისინი შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და ბოიკოტს აცხადებენ. დაახლოებით ერთ საათში მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლის და ადგილზე მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.