თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ხვალ პრემიერაა.
60 წლის შემდეგ ქართულ სცენაზე ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავი” ბრუნდება. ეს იქნება ნინო ანანიაშვილის და ალექსეი ფადეეჩევის ქორეოგრაფიული ვერსია.
საკმაოდ რთული სპექტაკლისთვის მასშტაბური დეკორაციები მომზადდა და ასამდე კოსტიუმი შეიკერა.