თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლის „რა მოხდა სამხეცეში“ პრემიერა გაიმართება
თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლის „რა მოხდა სამხეცეში“ პრემიერა გაიმართება

თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლის „რა მოხდა სამხეცეში“ პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლს ედვარდ ოლბის იგივე სახელწოდების ცნობილი პიესა უდევს საფუძვლად.

რეჟისორი მამუკა ტყემალაძე მაყურებელს სპექტაკლის სრულიად განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს.

როგორც რეჟისორი განმარტავს, ეს არის პიესის ახლებური ხედვა, ახალი სცენოგრაფიითა და ახალი მუსიკით.

სპექტაკლი ისეთ საჭირბოროტო თემებს ეხება, როგორიცაა მარტოობა, იზოლირებულობა, სოციალური უთანასწორობა და კომერციული სამყაროს დეჰუმანიზაცია.

ერთ მოქმედებიან სპექტაკლში მაყურებელი იხილავს პერსონაჟებს, რომლებიც სამყაროში მათი დანიშნულების, ფუნქციის საპოვნელად საკუთარ თავში მოგზაურობას იწყებენ.

სპექტაკლის კოსტიუმების მხატვარი ტატიანა ალმონდაა, მუსიკალური გაფორმება იასაკ ანდელიძეს ეკუთვნის, ტექნიკური რეჟისურა თამარ სესიაშვილს, ხოლო მხატვარი ანდრეი კივოლიოვია.

სპექტაკლში მსახიობები მალხაზ აბულაძე და ნიკა წერედიანი მონაწილეობენ.

მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლის „რა მოხდა სამხეცეში“ პრემიერა 21 და 22 აპრილს გაიმართება.