საქართველო „კოვიდ-19“-ის მძიმე მეხუთე ტალღას ებრძვის.
გასული 24 საათის მონაცემებით ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების 5739 ახალი შემთხვევა, დაიღუპა კიდევ 36 ადამიანი. ქვეყნის კლინიკებში სულ უფრო მცირდება თავისუფალი საწოლი ადგილების რაოდენობა. ექიმები ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
როგორ აფასებს არსებულ ეპიდ-ვითარებას და რა გეგმა აქვს მთავრობას, – თათია ტაბეშაძე დეტალებით.