რთული ეპიდემიოლოგიური რეალობის წინაშეა საქართველო.
დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულოა. ვითარება და მაჩვენებელი, რაც წინა წელს ზოგიერთ ქვეყანაში ვლინდებოდა, დღეს ჩვენი ყოველდღიურობა გახდა. სპორტულ დარბაზებში მოწყობილია საველე ჰოსპიტალები. კრიტიკულად გაზრდილია დროული მაჩვენებელი. სტატისტიკურ მონაცემს 6208 ახალი ინფიცირებული დაემატა. ვირუსმა კიდევ 47 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.