ისევ ხუთი ათასზე მეტი ინფიცირებული ბოლო 24 საათში.
საქართველოში ეპიდ-ვითარება უცვლელია. თუ კორონავირუსის გავრცელების არსებული დინამიკა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება, ჯანდაცვის სამინისტროში საველე ჰოსპიტალების გახსნას არ გამორიცხავენ. განიხილება კოვიდ-სასტუმროების დამატებით მობილიზებაც. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისია. ეპიდ-ვითარება რთულდება აჭარაშიც, სადაც წინა წლის მსგავსად აქტიური ტურისტული სეზონის გათვალისწინებით ეპიდ-სიტუაცია საგანგაშოა. სულ უფრო იზრდება დატვირთვა ჰოსპიტალურ სექტორზე, პაციენტებში „დელტა“ შტამის მძიმე მიმდინარეობის გამო, სტაციონარში ყოველდღიურად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 13 % ხვდება. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში შექმნილი ყველაზე მძიმე ეპუდ-სურათის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროში უკვე მუშაობენ შეზღუდვების დაწესების მორიგ გეგმაზე, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს კვირის ბოლოს წარედგინება.