მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება 

წამახალისებელმა ღონისძიებებმა და ასაცრელთა ჯგუფების გაფართოებამ, როგორც ჩანს გავლენა მოახდინა.

ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შედარებით გაზრდილია. დღიური მაჩვენებელი 7 000-ს აღწევს, მაშინ როდესაც ცოტა ხნის წინ ეს მონაცემი 3 000-ს შეადგენდა. აცრის პუნქტებში მომატებულია ასაკოვნების მიმართვიანობა. პენსიონრებს პირველი აცრის შემდეგ 200-ლარიან წამახალისებელ დანამატებს სთავაზობენ. რაც შეეხება ზოგად ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, გუშინდელთან შედარებით ინფიცირებულთა რაოდენობა 300-ით შემცირდა. დაინფიცირდა 5 751 ადამიანი, გარდაიცვალა 78 მოქალაქე. ჰოსპიტალიზირებულია 7 000-მდე ინფიცირებული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია.