კოვიდ-პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
„კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან წელიწადნახევრის თავზე ქვეყანაში სიკვდილიანობა ისევ მაღალია. ყოველდღე საშუალოდ ოთხი ათეული ადამიანი კვდება. ვაქცინაციის მკვეთრად შემცირებული ტემპის ფონზე ინფექციის სწრაფად გავრცელებას თან ერთვის სეზონური ვირუსები, რისი საფრთხეც ნიღბების ტარების მაჩვენებლის კლების და სკოლებში სწავლის განახლების შემდეგ კიდევ უფრო იზრდება. ექიმების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ საქართველოში ტვინდემია გარდაუვალია. საყურადღებოა ისიც, რომ ბოლო პერიოდში ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი, ზაფხულთან შედარებით, თითქმის სამჯერ არის გაზრდილი. პროგნოზები კიდევ უფრო მძიმდება მოახლოებული ზამთრის სეზონისთვის.