ჯანდაცვის სამინისტროსგან გასხვავებით, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი საქართველოში მეხუთე ტალღას დაწყებულად აცხადებს.
ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4 000-ის ფარგლებში მერყეობს და მონაცემების კლების ტენდენცია ჯერ არ შეიმჩნევა. კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება სიკვდილიანობის მაჩვენებელი. გარდაიცვალა კიდევ 45 ადამიანი. ვაქცინაციის მარათონის დაწყებიდან მე-11 დღეს მხოლოდ 2 500-მდე ადამიანია აცრილი, რასაც ეპიდემიოლოგები არასაკმარისად მიიჩნევენ. ამიტომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები აცრებთან დაკავშირებით კიდევ უფრო მკაცრდება. მოთხოვნაა ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემის დანერგვა, რაც სხვადასხვა ობიექტზე შესვლის დროს აცრის საბუთის ან ტესტის პასუხის წარდგენას გულისხმობს. ეპიდემიოლოგები მაღალი რისკის ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაციის დაწყებასაც ემხრობიან. სხვა შემთხვევაში უახლოესი თვეების პროგნოზები საკმაოდ მძიმეა.