მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება 

ბოლო ორი დღეა, კოვიდ-ინფიცირების მაჩვენებლები იკლებს.

ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 4 000-ს ჩამოსცდა. „ომიკრონის“ გავრცელების გამო მსოფლიო ქვეყნების ნაწილი რეგულაციებს ამკაცრებს და სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს, ავსტრიამ მკაცრი ლოქდაუნი აამოქმედა, გერმანია არავაქცინირებული მოქალაქეების მიმართ შეზღუდვებს აწესებს, სამედიცინო სექტორში კი აცრას სავალდებულოს ხდის. წინასწარი კვლევებით, ახალგაზრდებს შორის სამხრეთ აფრიკული ახალი შტამი მძიმე მიმდინარეობით არ გამოირჩევა, თუმცა ჯერ არაფერია ცნობილი მაღალ ასაკობრივ ჯგუფზე ახალი შტამის გავლენის შესახებ. საქართველოში ვაქცინაცია საკმაოდ დაბალი ტემპით მიმდინარეობს, ამიტომ ახალი შტამიდან გამომდინარე, იმუნიზაციისკენ მოწოდებები კიდევ უფრო აქტიურდება.