კორონავირუსმა კიდევ 63 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
წინა დღეებთან შედარებით, ინფიცირების მაჩვენებელმა მცირედით იკლო და 4 000-ს ჩამოსცდა. ჰოსპიტალური სექტორის რეანიმაციულ განყოფილებებზე დატვირთვა მკვეთრად გაზრდილია. თბილისის კლინიკების ნაწილი კოვიდ-პაციენტებს ვეღარ იღებს. როგორც ჩანს, „მწვანე პასპორტების“ ვადების გარშემო მთავრობასა და სამედიცინო სექტორს შორის დისკუსია ისევ გრძელდება. „კოვიდ-19“-ის ახალი შტამისგან თავდასაცავად, სულ უფრო აქტიურდება ბუსტერების დროულად მიღების საკითხი. ლონდონის სამეფო კოლეჯის პირველადი კვლევის მიხედვით, ზოგადად ვაქცინა ადამიანს პოსტ-კოვიდური გართულებებისგანაც იცავს.