გარემოება, რომელიც ეპიდემიოლოგიურ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.
საქართველოში გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით ქვეყანაში წელს სეზონური ვირუსის უფრო აქტიურად გავრცელებაა მოსალოდნელი. შარშანდელისგან გასხვავებით, ახლა ყველაფერი გახსნილია და პირბადის ტარების მაჩვენებელიც მკვეთრად დაბალია. ცალკე გამოწვევაა „კოვიდ-19“-ის სამხრეთ აფრიკული ახალი შტამი, რომელიც მეზობელ რუსეთშიც დაფიქსირდა. „ომიკრონი“ ამ მომენტისთვის უკვე 40-მდე ქვეყანაშია გამოვლენილი. რამდენიმე წლის წინ ის 30-მდე ქვეყანაში იყო გამოვლენილი. მაღალი საფრთხეების ფონზე სამედიცინო სექტორი ხელისუფლებას რეგულაციების აღსრულებაზე, განსაკუთრებით პირბადის ტარებაზე კონტროლის გამკაცრებას სთხოვს.